ახალი ამბები
"დარჩი სახლში, მე მოგიტან საჭმელს! #დედებისფონდი"
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დედების ფონდმა დაიწყო ახალ კამპანია -"დარჩი სახლში, მე მოგიტან საჭმელს! #დედებისფონდი"

ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, კამპანიის ფარგლებში უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ყველანაირ ნორმის დაცვით, სახლში მიაწვდიან საკვებს იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში, არიან ინფიცირების დიდი რისკის ქვეშ და იმ ადამიანებს, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო ვეღარ ახერხებენ მუშაობას და მათი ოჯახი და შვილები იმყოფებიან შიმშილის ზღვარზე.

,,მე, როგორც ფონდის ადმინისტრაციული საკითხების ხელმძღვანელი, აქტიურად ვარ ჩართული ამ კამპანიაში და დღეს გადავწყვიტე ჩემი რაიონის ოჯახებისთვისაც მიმეწოდებინა საკვები. პირველ რიგში თეა ადუაშვილს ვესტუმრე, რომელიც თავს ყოველდღიურად სხვისი სახლების დალაგებით ირჩენდა და საგანგებო მდგომარეობის გამო უმუშევარი დარჩა. ასევე ვესტუმრე გორში და გორის რაიონში მცხოვრებ ხუთ ოჯახს,რომელიც იმყოფებიან უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ,არიან სოციალურად დაუცველები და ზოგს შეჩერებულიც კი აქვს შემწეობა. მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს და გავუნაწილოთ საკვები. არავინ უნდა დარჩეს მშიერი." - ამბობს ანო ემხვარი.

დედების ფონდი აგრძელებს ოჯახებისთვის საკვების მიწოდებას და ეტაპობრივად ყველა ოჯახში მივალთ. ასეთი ოჯახებისთვის გახსნილია სპეციალური ანგარიში ფონდში და მსურველს შეუძლია თანხის გადარიცხვაც.

თიბისი ბანკი
GE52თB7174136585100001
საქ.ბანკი
GE78BG0000000162427846
Print

სტატიის გამოყენების პირობები