ახალი ამბები
გორში მოქალაქე თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო დააკავეს
თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო გორში მოქალაქეე დააკავეს. პოლიციამ მას კომბინატის დასახლებაში მიაკითხა და საკარანტინო ზონაში გადაიყვანა.

ფოტო ცოტა ხნის წინ შემთხვევის ადგილზეა გადაღებული. დეტალები მედიისთვის ჯერ ცნობილი არაა.

ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანი იყო გადაყვანილი.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები