ახალი ამბები
,,შენ ნუ მიხვალ ტაძარში და დაცული იქნები" - მრევლის პასუხი საკრებულოს დეპუტატს
გორის საკრებულოს წევრის მოწოდებას, ეპიდემიის პირობებში ტაძრების დაკეტვის შესახებ, მართლმადიდებელმა მრევლმა რელიგიურ შეურაცხყოფად მიიღო. აღნიშნულ ინიციატივას სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. 

საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ირმა ამბარდნიშვილი აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება, სწორედ, რელიგიურ დაწესებულებებს უკავშირდება. უფრო მეტიც, ამ ამბავს სასულიერო პირებიც შეეწირნენ. 

იხ. სტატია: ,,კოვზებით უნდათ, რომ დახოცონ!" - გორის საკრებულოს წევრი

გთავაზობთ, რამდენიმე კომენტარს: Maiko ყველა ადამიანი ცოდოა ვინც ასე ფიქრობს ეკლესიაში ვიღებთ სულიერ საზრდოს ზიარებას აღმსარებლობას როგორ შეიძლება ეკლესია უფალი ეჭვის ქვეშ დააყენო როგორ შეიძლება იფიქრო რომ ეკლესიაში დავააადდებით..ნუთუ ვერ ხვდებით რომ ეს გამოცდაა და ჯვარზე უარს

Zaza ეს კომკავშირის მდივანი სად იპოვნეს

ირმა - რწმენაზე ურწმუნოს და მოღალატეს რა დაეჯერება ? ეს ქალი ნაციონალებმა გააგდეს 2 წლის წინ და გორის ქართულმა ოცნებამ ჩაიხუტა. მურალოვამ და მარლენ ნადირაძემ.

Lia - ასე რომ თავი დაანებეთ ღმერთს და ეკლესიას შეურაცხყოფას ნუ აყენებთ დაეტიე სახლში ნუ მიხვალ შენ ტაძარში და დაცული იქნები ენას ნუ ატლიკინებთ

Ana ამ ურწმუნო ხალხს კიდევ რწმენის დაკარგვა უნდა? წადი ისევ ისტორია ასწავლეთ უკეთ გამოგდით

Nana - ამდენი უვიცი და უტაქტო საიდან შეიყარეთ ხალხნო. კორონა ადამიანების ცოდვისთვის მოგვადგა და თქვენ ეს უწიგნუტი ბრბო კიდევ და კიდევ იმსტებთ ცოდვებს. ეს არის თქვენი რელიგიურობა? ამას ასწავლიდა ქრისტე? არ შემომელაპარაკოდ არცერთი, მაინც არ გავხსნი. თითოეულმა თქვენს ცოდვებზე იგიქრეთ ენები რომ გაქვთ მომართული ბოროტებისთვის, თორემ ეკლესია ვერაფერს გიშველით.

ნათია - ქალო Შენ ვიᲦაცა ხარ Ჭკუიდან ხარ აᲭრილი როგორც გატყობ და ციტა აზრზე მოდი გაიგეეეე? იაᲦიველი ხარ Შეეენ? ქრისტიანმა ადამიანმა როგორ უნდა Ღქვა ასეᲗი სიბინᲫურე?არც კი უნდა გაიფიქრო და Შენ საჯაროდ რა ამბავᲨი ხარ ჰაა?უფალმა გაპატიოს Შე ქრისტეს მოᲦალატევ

Nino - ვინ მღვდელი, მერე ეგ მართლმადიდებელი მღვდლები იყოო? ჯერ გაერკვიე

მაგდა - და ეს ქალი უნდა იჯდეს საკრებულოში ასეთი აზროვნებით?

მარიამ - რომ გაგიჭირდეთ (ღმერთმა დაგიფაროთ) დამერწმუნეთ უფალს შესთხოვთ შველას და მაშინ არ შეგრცხვებათ თქვენი სიტყვების?

მანანა - დრო დადგა ნამდვილი სახის გამოჩენისა ქალბატონო ძალით არავინ წაგიყვანს ეკლესიაში დარჩი სახლში ვინც იცი რომ დადის ღვთის სახლში არ მიუახლოვდე არ მიხვიდე და იქნები დაცული სამუდამოდ?

Lela- წადი ქალო სახლში. ჩაიკეტე, თავს გაუფრთხილდი და არასდროს არ მოკვდები

ზვიად - სად დათვალე ირმა 80 მღვდელიიი? ეგ ერთი კოვზით ზიარება გადაარჩენს ხალხს. გირჩევ მობრძანდე ირმა და შენც ეზიარო.

Marine რა მნიშვნელობა აქვს ქალბატონო შიმშილით დაიხოცებიან თუ ერთი კოვზით ჯობია ისევ ღმერთის გზა აირჩიოს ხალხმა თქვენთვის ხომ სულ ერთია ხელფასი გაქვთ და კმაყოფილი ხართ ხალხი რაში გაინტერესებთ ისინი შვებას ეკლესიაში პპულობენ კარგი იქნებოდა თქვენც მიბრძანებულიყავით

Liana ხო ვინც ესე ირონიულად ლაპარაკობს და მართლა დაინფიცირდა ხალხი მერე თავის მღვდლებიანად პირდაპირ ციხეში თუ მორწმუნეა ნადვილად ეცოდინება შენ თუ ჭეშმარიტად გწამს არ აქვს მნიშვნელობა იქ ილოცე

Eliza რა გჯირთ ხალხო ფანატიზმში გადადიხართ რამ დაგაბრმავათ ამ ვითომ ღმერთის მოციქულებმა ამ გაჯირებაშიი თავის ჯიპებიდან რო გადმოსხდნენ დაყიდონ და ხალხს დაეხმარონ უფრო დაფასდებიან

22 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევა დასტურდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია სამი მოქალაქე. ასევე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2956 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 291 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები