ახალი ამბები
პაატა იმნაძე: მარნეულის კონტაქტებიდან 3 პასუხი უარყოფითი მოვიდა
90-მდე დადგენილი კონტაქტიდან ჯერ მხოლოდ 3 პასუხი მოვიდა, ისიც უარყოფითი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ვითრებასთან დაკავშირებით, ამ დროისთვის, ახალი დაინფიცირებულების შემთხვევები არ გვაქვს. თუმცა, ადამიანები 14 დღის განმავლობაში იზოლირებულ მდგომაეობაში დარჩებიან

,,საერთო ჯამში, საქართველოში 54 ინფიცირებული ადამიანიდან 8 ადამიანი გამოჯანმრთელებულია" - აღნიშნა იმნაძემ.

ახალი დაინფიცირების საშიშროება მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც მარნეულის მუნიციპალიტეტში 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. ეპიდემიოლოგებმა ვერ მიაკვლიეს იმ წყაროს, საიდანაც 62-წლის ქალი დაინფიცირდა.

ამ ვითარებიდან გამომდინარე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამთენიისას კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის მიმოსვლა შეწყდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები