ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 70-ს მიაღწია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის ინიფიცირებულთა რიცხვმა 70-ს მიაღწია. აქედან 9 გამოჯანმრთელდა. დანარჩენი 2 ინფიცირებული, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, საკუთარ სამშობლოში დააბრუნეს.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 055 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 252 პაციენტი გადის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები