ახალი ამბები
გორის მაღაზიებში დისტანციის დამცავი ნიშნები მოქმედებს
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სასურსათო მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. სადღეღამისო სუპერმარკეტებში მომხმარებლებს შეუძლიათ ანტისეპტიკური ხსნარით ხელი დაიმუშაონ. რიგის შემთხვევაში დაიცვან დისტანცია, როგორც მაღაზიის შესასვლელში, ასევე, სალაროში.

არ შეიძლება სუპერმარკეტში 10-ზე მეტი ადამიანის დაშვება. ხოლო მცირე ზომის მაღაზიებში მომხმარებლების რაოდენობა მასშტაბის მიხედვით განისაზღვრება. დისტანცია ადამიანებს შორის მაქსიმუმ 2 მ უნდა იყოს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, სავაჭრო ობიქტებმა უნდა გაითვალისწინონ სანიტარიული და ჰიგიენური რეკომენდაციები, რომელიც მთავრობამ გამოსცა და შემდეგ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააზუსტა. ასევე არსებობს შიდა სტანდარტებიც, რომელთა აღსრულება სავალდებულოა.

პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

- მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;

- ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);

- აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);

- მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები