ახალი ამბები
ჩინეთის ნაჩუქარი ტესტები უკვე საქართველოშია
სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი ტესტები უკვე საქართველოშია.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში არჩილ კალანდია წერს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩია.

,,420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონა ვირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია." - წერს კალანდია.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის სულ 73 დადასტურებული შემთხვევაა. ტესტების საშუალებით ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის მასობრივ შემოწმებას გეგმავს.

10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები