ახალი ამბები
ქარელის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტის დარიგება 27 მარტიდან დაიწყება
,,ჩვენს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისთ აღსაზრდელებისთის გათვალისწინებული პროდუქტის გაცემა 27 მარტიდან დაიწყება" - ამის შესახებ qartli.ge-ს ესაუბრა ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ნინო მეზვრიშვილი.

მისი განმარტებით, ზეთით, ბურღულეულით, შაქრით და ა.შ. თითოეული საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია მომარაგდება, შემდეგ კი, მას, ნორმის მიხედვით, აღსაზრდელების სახლებში მიიტანენ:

,,პროდუქტი ხვალინ დარიგდება საბავშვო ბაღებში. იქ მოხდება განაწილება. ამაში ჩართულები იქნებიან თვითონ საბავშვო ბაღების თანამშრომლები და მოხალისეები, რომლებიც ყველანაირი წესის დაცვით, ბავშვებისთვის გათვალისწინებულ ნორმას სახლებში მიუტანენ, რა ინტერვალით მოხდება დარიგება, ამას ალბათ პროცესის მიხედვით გადაწყვეტენ" - განაცხადა ნინო მეზვრიშვილმა.

ქარელში, როგორც საქართველოს სხვა რეგიონების საბავშვო ბაღში, სამუშაო პროცესი 2020 წლის 2 მარტიდან შეწყდა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა.

26 მარტის მდგომარეობით, საქართველოში დღემდე კორონავირუსი 77 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 10 გამოჯანმრთელდა, 4 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 240-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები