ახალი ამბები
პიარის და ქულების დაწერის დრო არ არის - პაატა იმნაძე პირბადეების დარიგებაზე
"ხომ შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც 1-2 ადამიანს და არ გამოეწვიათ ასეთი მოსახლეობის შეკრება? ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!" - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ზუგდიდში ენმ-ის მიერ მოსახლეობისთვის პირბადეების დარიგებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო არ არის.

ზუგდიდში გამომავალი მედიასაშუალების livepress.ge-ის ცნობით, ქალაქის ბულვარში დღეს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, პირბადეების და ჰიგიენის საშუალებების დარიგებისას, მოქალაქეები ჯგუფებად, დისტანციის გარეშე იდგნენ.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა "ახალი ლიდერების" წარმომადგენელმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ჰიგიენის საშუალებების დარიგებისას, არეულობა მოქალაქეებმა შექმნეს, რადგან ისინი წესრიგის დაცვისკენ მოწოდებებს არ ემორჩილებოდნენ.

ცნობისათვის, მსგავსი სახის აქცია გორშიც იგეგმება.

საქართველოში კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევაა. 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები