ახალი ამბები
ცხინვალში სწრაფი ტესტის ჩატარებას 500 მოქალაქეს შეძლებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსთან დაკავშირებით, სრწაფი ტესტები მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

ცხინვალის მედიის ცნობით, ინფექციურ განყოფილებაში ორი სპეციალისტი მუშაობს, რომლებმაც ტრენინგები სტავროპოლში გაიარეს. პაციენტების სწრაფ ტესტირებას ეს ორი სპეციალისტი ჩაატარებს.

,,ჩვენ მივიღეთ ტესტები, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით, პასუხებს 6 საათში იძლევა" - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელი, ანა გაგლოევი.

მისი ინფორმაციით, სტავროპოლის მხარიდან ჩამოსულია ასევე სპეციალისტი, რომელიც თავის კოლეგებს გამოცდილებას ადგილზე უზიარებს.

"ჯერჯერობით, კოროვირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა შედეგი უარყოფითი იქნება", - დასძინა გაგლოევამ.

კარანტინის რეჟიმში 31 ადამიანი იმყოფება. 9 პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია, აქედან ერთ-ერთი ახალგორის რაიონის საავადმყოფოში წევს.

რაც შეეხება თვითიზოლირებულ ადამიანებს, სახლის პირობებში დაკვირვების ქვეშ 22 მოქალაქე იმყოფება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები