ახალი ამბები
ხაშურში ნაგვის ურნებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა
კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის ღონისძიებათა ფარგლებში ხაშურში ცენტრალური ქუჩების და საყოფაცხოვრებო ნარჩენების განსათავსებელი ურნების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.

დეზინფიცირების სამუშაოებს მუნიციპალური ა(ა)იპ „ხაშურსერვისი“ ახორციელებს.

ვირუსის საპრევენციო ღონისძიებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად.

საქართველოში კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევაა. 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები