ახალი ამბები
გორში სამების ტაძარში მრევლის დასადგომი ადგილი ნახატებით მონიშნეს
გორში სამების ტაძრის შიდა და გარე ტერიტორიაზე ის ადგილები მოინიშნა, სადაც მრევლს წირვა-ლოცვის დროს, დგომა შეუძლია.

დღეს ტაძრის წინამძღვარმა, სტიქაროსნებთან ერთად, მონიშნული ადგილები მოხატეს. ზოგგან ყვავილების ფორმა მისცეს.

,,დღეს  ზეთისკურთხევის საიდუმლო მეორედ აღესრულა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოცემული რეკომენდაციის სრული დაცვით მოხდა" - აღნიშნა ტაძრის წინამძღვარმა.

მამა ლევანი  (კარელიძე ) მრევლს მადლობას უხდის გაგებისა და თანადგომისთვის. 

,,გვწამს ერთად დავძლევთ ამ ვირუსს, და გამარჯვებულნი დავაწესებთ ჩახუტების დღეს.... დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა დავიცვათ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოცემული რეკომენდაცია, სიციალურ დისტანცია." - აღნიშნავს სასულიერო პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა - 79 ადამიანი, მათ შორის, მათ შორის გამოჯანმრთელდა - 10

კარანტინის რეჟიმში - 4346; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247 ადამიანი იმყოფება.



20 მარტს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების რისკების მიუხედავად, ზიარების წესი არ შეიცვლა, შესაბამისად, ღვისმსახურებები არ შეჩერდა.

"საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები - რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარჰყოფს ადამიანს. სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედების ადგილი არის ტაძარი. ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტნ წყაროზე, ყოვლად მიუღებელია". - განმარტებულია სხდომის ოქმში.

წმინდა სინოდი 7 რეკომენდაციით შემოიფარგლა. ტაძრებში დამონტაჟდა ხმოვანი აპარატურა, რომ წირვის მოსმენა ეზოდანაც იყოს შესაძლებელი; დასაშვები იქნება ზიარებისას "დასაყოლებელი სასმელის" სხვადასხვა ჭურჭლიდან მიღება და ა.შ.

რაც შეეხება სხვა რელიგიებს, 2020 წლის 17 მარტს საქართველოს კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ გამოსცა დეკრეტში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში კათოლიკე ეკლესიამ კორონავირუსის გამო ზიარების წესი შეცვალა. 19 მარტიდან მეჩეთებში კოლექტიური ლოცვის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ საგანგებო ვითარების გამოცხადებამდე მიიღო. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს სხვა კონფესიებმაც.


Print

სტატიის გამოყენების პირობები