ახალი ამბები
გორში ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პირბადეების დარიგება დაიწყეს
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებს და ხელთათმანებს უფასოდ არიგებენ.

ენმ-ის საქართველოს პარლამენტის წევრი ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიება მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაწყებული აქციის გაგრძელებაა .

,,გორის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გარსევანიშვილის N1, დაიწყო სამედიცინო პირბადეების, ანტიბაქტერიული ხსნარის და ხელთათმანების დარიგება. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელებაა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაწყებული აქციის. გისურვებთ ჯანმრთელობას.''- ამბობს ,,ენმს" წევრი ბადრი ბასიშვილი.

საქართველოში 27 მარტის მდგომარეობით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 81-ია. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამავე ცენტრის ცნობით, მათ შორის გამოჯანმრთელებული არს 13 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4505 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 247 ადამიანს უწევენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები