ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში კორონავირუსისგან დაინფიცირებული 9 პაციენტი წევს
გორის ჰოსპიტალში კორონავირუსისან დაინფიცირებული 9 მოქალაქე იმყოფება, ამათგან 6 მათგანი ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურიდან გუშინ შეიყვანეს.

ჰოსპიტალის დირექტორი, დავით ბარლიანი აცხადებს, რომ მათი კონტაქტები დადგენილია, რადგან 21 მარტიდან გუშინდელ დღემდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

28 მარტს შეყვანილი 6 პირიდან 2 მოქალაქეს ორმხრივი პნევმონია აქვს (ფილტვების ანთება). დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდნენ.

მანამდე გორის ჰოსპიტალში კორონავირუსისგან დაინფიცრებული 3 მოქალაქე იწვა. 61 წლის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა, რადგან მას აქვს პნევმონია და ცხელება.

ამ ეტაპზე, გორის ჰოსპიტალში სტაციონარული დაკვირვებასის ქვეშ ჯამში 50 მოქალაქე იმყოფება. მათ შორის, 29 სამხედრო მოსამსახურე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები