ახალი ამბები
,,გორმედიდან" ლუგარის ლაბორატორიაში 1 ნიმუში გაგზავნეს
დღეს, ლუგარის ლაბორატორიაში 1 ნიმუში ,,გორმედიდან" გაგზავნეს. ამის შესახებ Qartli.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის წარმომადგენელმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მოქალაქემ, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა, გამოიძახა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელმაც გადაიყვანა გორმედში.

,,მას აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და საჭიროდ ჩათვალეს, რომ აღებულიყო ნიმუში COVID-19 ზე. ანალიზის პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი" - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

გარდა ამისა, გორიდან კიდევ გაგზავნილია 10 ნიმუში, ოღონდ სამხედრო ჰოსპიტალიდან.

დღემდე დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის განყოფილებას კორონავირუსზე 96 ნიმუში აქვს აღებული, აქედან 9 დადასტურებული შემთხვევაა. კორონა ვირუსით დაავადებული პაციენტები მკურნალობას გადიან გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

გაგრძელება: ,,გორმედიდან" გაგზავნილ ნიმუშზე კორონავირუსი არ დადგინდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები