ახალი ამბები
2 გამოჯანმრთელდა, 3 დაინფიცირდა - კორონავირუსი უკვე 103 მოქალაქეს დაუდგინდა
30 მარტის 22:00 საათის მონაცემებით, საქართველოში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობა 20 გახდა, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვმა 103-ს მიაღწია.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კარანტინის რეჟიმში - 5114 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები