ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო
მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ
ინფორმაციას შსს სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე
დააჯარიმეს.
ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის
ფაქტზე 4 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დაჯარიმდა.
გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი.
,,გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე,
სამართალდამცველებმა 6 პირი დააჯარიმეს, რომლებიც, აკრძალვის
მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანას
ახორციელებდნენ." - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაშ.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო
იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის
რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და
ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
სტატიის გამოყენების პირობები