ახალი ამბები
ხოჯევანიშვილი: ,,დილის 8 საათიდან დამრღვევი არ გვყავს რეგიონში"
,,ზოგადად, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხშირად იყო დარღვევები, თუმცა დღეს დილის 8 საათიდან ამოქმედებულ საკარანტინო რეჟიმში დარღვევები არ დაფიქსირებულია" - ასეა შეაფასა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა დღევანდელი ვითარება გორში.

მისი თქმით, ქალაქ გორში გვა5 გამშვები პუნქტი მუშაობს. ,,ყურადღება გამახვილებული გვაქვს იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ უსაფრთხოდ, მოწმდება მათი მდგომარეობა" - აღნიშნა მან.

ხოჯევანიშვილმა ისაუბრა სასოფლო სამეურნეო მიწების დამუშავების შესახებ:

,,სოფლის მეურნეობაში ფერმერებს არანაირი შეზღუდვა აქვთ. მათ შეუძლიათ მუშაობა, შეუძლიათ იყიდონ პესტიციდები, მსგავსი ობიექტები აგრძლებენ მუშაობს." - განმარტა გუბერნატორმა.

რაც შეეხება 70 წელს გადაცილებული ადამიანების დახმარების საკითხს, გუბერნატორის განცხადებით, ყველა მუნიციპალიტეტში არისანმოხალისეები და ამ დატვირთვას აუდიან.

შეგახსენებთ, 31 მარტიდან, ქალაქ გორის შესასვლელში საკარანტინო პუნქტები გაიხსნა. პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ქალაქში შემსვლელ და გამვლელ მოქალაქეებს, ასევე მათ კუთვნილ ავტომანქანებს ამოწმებენ.

ავტომანქანაში, მაძღოლის გარდა, არ უნდა იყოს ორზე მეტი მგზავრი, ისინიც უკანა სალონში უნდა იმყოფებოდნენ. ასევე, საეჭვო შემთხვევებში, მოქალაქეებს ტემპერტურას უზომავენ.

პუნქტები საქართველოს 7 ქალაქშია გახსნილი. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ შედარებით მკაცრი ზომების გატარება 30 მარტს გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულთა რიცხვვმა 100-ს მიაღწია.

საქართველოში საყოველთა კარანტინი დღეს დილის 8 საათიდან ამოქმედდა. საღამოს 21 საათიდან კი,  კომენდანტის საათი მოქმედებს.

იხ. ამავე თემაზე

გორში საკარანტინო პუნქტები გაიხსნა

Print

სტატიის გამოყენების პირობები