ახალი ამბები
კარანტინი იტალიაში - თამარ გომართელი
თამარ გომართელი დღეს იუბილარია. ის იტალიაში ორი წელია ცხოვრობს. წლების წინ, გორში უწევდა ყოფნა, თუმცა, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. შეიცვალა ასევე ბოლო ერთ თვეში, როდესაც იტალიაში კორონავირუსი გავრცელდა. იტალია, დღეს, ერთ-ერთია მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. მაღალია ასევე ლეტალური მაჩვენებელიც.

თამარმა გაგვიზიარა თავისი ყოველდღიურ ცხოვრობა დღიურის სახით.


„ჩვენ, მე და ბებო, უკვე ერთი თვეა, რაც კარანტინში ვართ, ყოველ დილით ბებოს შვილი მოდის, მოაქვს საკვები, გვიტოვებს გარეთ და როცა მიდის, გავდივარ და მე ვიღებ. მაღაზიებში  ყველაფერი არის და მარაგები სახლში არ მიაქვთ. ჩვეულ რიტმში ცხოვრობენ ისევ. დიდი შიში არ აქვთ და ამიტომაც არის, ასე რომ გავრცელდა აქ ეს ვირუსი.’’

„ძალიან ძნელია მთელი დღეები სახლში გამოკეტილი ცხოვრება, ისედაც უფერული დღეები გვაქვს და კიდევ ეს „შინა პატიმრობა“ ძნელია გადაიტანო, თუმცა სხვა გზა არა გვაქვს, კიდევ კარგი, რომ ამ კრიზისის დროს სამსახურებიც არ დავკარგეთ. ამიტომ ვუძლებთ და ვიტანთ ყველაფერს, ეს ქართველი ქალებისთვის უცხო არ არის. ახლა იმ დასვენების დღესაც სახლში ვატარებ და მგონია გავგიჟდები, საშინელებაა ჩაკეტილი ცხოვრება ყველას და ყველაფრის გარეშე.“

„იტალიაში კვირაში ერთი დღე გვაქვს, რომელიც ჩვენთვის სიცოცხლის და ენერგიის მომცემია, თითქმის ყველა ხუთშაბათი ლამაზია. ამ დღეს გავდივართ სამსახურებიდან, ვისვენებთ, ქართველები ერთმანეთს ვნახულობთ, ქალაქში ვსეირნობთ, ნაყინს ვჭამთ. დავდივართ საყიდლებზე, რომ გავერთოთ .ასევე ბარებში,რესორნებში, დავდივათ რომ განვიტვირთოთ და ცოტა გავიქარწყლოთ დარდი და ემოცია.ისე ძალიან რთულია აქ გაფანტო წლები“

„დანარჩენი ხუთი დღე სახლში ვართ და ვმუშაობთ, მე მოხუცს ვუვლი მარტო ვარ სახლში, ყოველ დილით ვდგები საჭმელს ვუმზადებ და ვეხმარები მას მოწესრიგებაში, შემდეგ მე სახლის სააქმეებს ვაკეთებ ბებო კი ტელევიზორს უყურებს. ძირითადათ ყოველი დღე აქ ერთნაირია უფერო და უცვლელი.“

„აქ ჩვეულებრივი ცხოვრება იყო, სანამ ეს ვირუსი გავრცელდებოდა. ყველას ეკრძალება სახლიდან გასვლა, თუ სპეციალური საბუთი არ გაქვს. დაცარიელებულია ქალაქები, ყველა სახლში გამოიკეტა, ოღონდ ეს მაშინ, როდესაც ურთულესი სიტუაცია დაიწყო“

„საქართველო, ჩემი მხარე და ჩემ ოჯახი მენატრება ცამდე. მაგრამ იძულებული ვიყავი, რომ დამეტოვებინა და წამოვსულიყავი მათგან შორს, გადახვეწილ უცხოეთში.“

„ორი წელია, რაც აქ ვარ და მგონია უკვე საუკუნე გავიდა“

„ოჯახში ხუთნი ვცხოვრობდით, ჩემ წამოსვლამდე. დედ-მამა და ჩემი ორი შვილი. ბიჭი-8 წლისაა და გოგო - 13 წლის.’’

„საქართველოში ვმუშაობდი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, ექთნის დამხმარედ საოპერაციო განყოფილებაში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვარ მარტოხელა დედა, ორი შვილის რჩენას ვერ შევძლებდი. ამიტომ გადავწყვიტე იტალიაში წამოსვლა “

„აქ რომ ჩამოვედი, საოცარი შეგრძნება დამეუფლა, უცხო მიწაზე ერთად ამდენი ქართველი რომ ვნახე, სიხარულის ცრემლები მდიოდა. პირველი ემოციები ასევე გამოიწვია პირველმა დღეებმა, როდესაც აღმოვაჩინე ახალი ადგილები უცხო ქვეყანაში თითქმის ყველაფერი საინტერესო იყო. თუმა ყველაზე კარგად მახსოვს ის დღე როცა წმ. ნოკოლოზის ეკლესიაში შევედი, და სულ ქართველები იყვნენ. ეს იყო იმედი იმის, რომ მე ყველაფერს გავუძლებდი და გადავიტანდი ღმერთის წყალობით ეს ასეც არის.“

„მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ ქვეყნის მადლიერება, იტალიას ათასობით ქართველი ემიგრანტი ჰყავს შეფარებული, აძლევს შანს რომ იმუშაოს და თვისი მიზნები და ოცნებები რეალობად აქციონ. მართალია ჩვენი შომით, მაგრამ მიგვიღეს დაგვასაქმეს და თუ არაფერს დავაშავებთ ზედმეტად არ გვეხებიან. პირადად მე მადლიერი ვარ ამ ქვეყნის, ამ ხალხის,ამ ოახით სადაც მე ვარ დასაქმებული,რომელმაც ყველაფერი გააკეთა რომ მე თავი არ მეგრძნო უცხოდ და დღემდე ყველანაირად ცდილობენ გაგებით მოეკიდონ ჩემ ტკივილს თუ სიხარულს“

„დღემდე საქართველოში უფრო დიდი პანიკა ვიდრე აქ, სადაც ყოველ დღე აცხადებენ, რომ სავადმყოფოში ასობით გარდაცვლილი და ათასობით დინფიცირებულია“ 

„საქართველოს საელჩო იტალიაში, მინდა გითხრათ, ყველას, ვისაც წამოსვლა უნდა, ეხმარება და ძალიან სწრაფი რეაგირება აქვთ, ყველას მიმართ ყურადღებიანები არიან და ყველა ემიგრანტის განაცხადს გაგებით ეკიდებიან და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან.მე, ვინც ვიცი და ვისაც დახმარება დასჭირდა, ყველას გვერდში დაუდგნენ.

„დაბრუნებაზე იმ აზრის ვარ, რომ შენი წამოსვლით საფრთხე შეუქმნა შენ თავსაც, ნათესავებსაც და ქვეყანასაც. მე მაგალითად ამ ეტაპზე წამოსვლას არ გავრისკავ. კარანტინიდა რომ გარბიან და ათას სისულელეს ჩადიან, იმიტომ გავრცელდა ვირუსი, თორემ საქართველოს მთავრობამ სწორი და დროული რეაგირება მოახდინა იტალიის განგანსხვავება.. მე ვამაყობ ქართველი ექიმებით და ყოველთვის ვამაყებ, მე კარგად, ვიცი რა შრომა, რამხელა პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთ თავზე“
Print

სტატიის გამოყენების პირობები