ახალი ამბები
ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა
ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.

ვლადიკავკაზში გამომავალი მედიასაშუალებების ცნობით, რუსეთის ფედერაციის ამ რესპუბლიკაში 548 ადამიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა 1 აპრილს დაფიქსირდა. თავდაპირველად ცნობები პრეზიდენტმა ვიაჩესლავ ბითაროვმა ინსტაგრამზე გაავრცელა.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, 2 აპრილის მონაცემებით, მთლიანობაში, დადასტურებული ინფექციების რაოდენობამ რუსეთში მიაღწია 3548 შემთხვევას. ლეტალური შედეგები - 30.

ბოლო 24 საათში რუსეთში 771 ახალი შემთხვევა 29 რეგიონში დაფიქსირდა, რუსეთის 29 რეგიონში. მათგან, მოსკოვში ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - 595. კიდევ 43 შემთხვევა დაფიქსირდა მოსკოვის რეგიონში, 22 სანქტ-პეტერბურგში, 13 ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები