ახალი ამბები
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 601 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კორონავირუსის  ინფექციის 601 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ  რუსული მედია იტყობინება.

ჯამში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 78 რეგიონში 4149 ადამიანი მიაღწია.

ამავე მედიის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 46 ადამიანი გამოჯანმრთელდა, განკურნებულთა საერთო რაოდენობამ - 281-ს მიაღწია.

კორონავირუსით დაავადებული პაციენტების გარდაცვალების რიცხვი ოთხი გაიზარდა - 34-მდე.

ინფიცირების ყველა ახალი შემთხვევა უმეტესად მოსკოვში დაფიქსირდა - 448.

მოსკოვში კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევების თითქმის ნახევარი დაფიქსირდა 45 წლამდე ასაკის ადამიანებში;  17 ბავშვში და 9-დან 18 წლამდე ასაკის 199 ადამიანში.  159 პაციენტი 46-დან 55 წლამდე ასაკისა, ხოლო 65 წელზე უფროსი ასაკის 73 ადამიანი.


იხ. ამავე თემაზე:

მსოფლიოში კორონავირუსით 1 მლნ-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული
Print

სტატიის გამოყენების პირობები