ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორი 17 700 ლარის ოდენობის 3 თვის ხელფასს გადარიცხავს
,,მივიღე გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 3 თვის ხელფასის ხელფასს არ ავიღებ და გადაირიცხება კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში" - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა საკარანტინო პუნქტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ის უერთდება მმართველი გუნდის (ქართული ოცნების წევრების) ინიციატივას და უარს ამბობს შრომის ანაზღაურებაზე.

UPDATED: გუბერნატორის ადმინისტრაცია ვიდეო ინტერვიუს შემდეგ განმარტავს, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი რეალურად იმ საერთო ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ხელფასის 1/3 გადარიცხვას ითვალისწინებს სამი თვის განმავლობაში


გუბერნატორის ხელფასის ოდენობა ერთი თვით 5900 ლარს შეადგენს.

2019 წლის ოქტომბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის გორის ,,გაზლენდის" მეწილე იყო, საიდანაც მაგალითად 2018 წელს ჰქონდა მისი შემოსავალი 120 000 ლარი იყო, ხოლო მეორე კომპანია ,,თრასთი საქართველოდან" მიღებული აქვს 66 200 ლარი. 2019 წლის შემოსავლები გამოქვეყნებული ჯერ არ აქვს
.


Print

სტატიის გამოყენების პირობები