ახალი ამბები
ბიბილოვი რუსეთთან საზღვრებს კეტავს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვის განცხადებაით,  კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებების გამკაცრების ფარგლებში რუსეთთან საზღვრებს კეტავს.

„სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება იძულებულია კიდევ უფრო მკაცრი ზომები მიიღოს, რათა თავიდან აიცილოს კორონავირუსის რესპუბლიკაში გავრცელება“ -  თქვა  ბიბილოვმა.

ცხინვალის მედიის ცნობით, შაბათს შედგება ე.წ მთავრობის სხდომა, სადაც მიიღება გადაწყვეტილება რუსეთთან, ოფიციალურად საგზაო კომუნიკაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

”ეპიდემიოლოგიური ვითარება, პანდემიასთან დაკავშირებით, სერიოზულია. ამიტომ, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ კორონავირუსის შესვლა სამხრეთ ოსეთში. ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა ჩრდილოეთ ოსეთში, და ორი რესპუბლიკის მჭიდრო კავშირმა, შეიძლება ხელი შეუწყოს ვირუსს სამხრეთ ოსეთში შეღწევას. ამგვარი შიშები აიძულებს რესპუბლიკას გადადგას სერიოზული ნაბიჯები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.“ - აღნიშნულია სტატიაში.

ე,წ პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან რამდენჯერმე მიმართა მოსახლეობას თხოვნით, რათა დაიცვან საკუთარი თავი, თუმცა, ხალხი ამ საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამს.

"ხალხი ქუჩაში უმიზეზოდ გადის, ქალაქში მანქანები გადაადგილდებიან. კიდევ ერთხელ მივმართავ ჩემს თანამოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობასა და ახლობლების ჯანმრთელობას. ჩვენ იძულებული ვიქნებით მკაცრი ზომები მივიღოთ, რათა ვაიძულოთ ადამიანები,რომ დარჩნენ სახლში", - თქვა ბიბილოვმა.

მან ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს, იგორ ნანიევს დაავალა, შეიმუშაონ ისეთი ღონისძიებები რომ ხალხი იძულებული გახდეს არ დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები.

”ჩვენ სხვა შესაძლებლობები არ გვაქვს ამ საფრთხის მოსაგვარებლად,” - ხაზგასმით აღნიშნა ე.წ სახელმწიფოს მეთაურმა.


იხ. ამავე თემაზე:

მედოევის თქმით, კორონავირუსის გამო საქართველოდან ხალხი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში გარბის


Print

სტატიის გამოყენების პირობები