ახალი ამბები
დღეს კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო 8 გამოჯანმრთელდა
დღეს დილის 11 საათიდან საღამოს 11 საათამდე კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დადასტურებული შემთხვევები რაოდენობა 162 გახდა.

თუმცა, დაავადებულთა შორის, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. თუკი დილის 11 საათისთვის მათი რაოდენობა იყო 28, საღამოს 11 საათისთვის 36-ს მიაღწია.

დღეს ასევე დაფიქსირდა, დაავადებულთა შორის, ერთი გარდაცვალების ფაქტი. გარდაცვლილია 79-წლის ქალბატონი.

კარანტინს 5067 მოქალაქე ექვემდებარება, ხოლო სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის 330 მოქალაქე იმყოფება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები