საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 170-მდე გაიზარდა
5 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით
დაინფიცირებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა, მათ შორის,
გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ერთ ღამეში
ინფიცირებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო 24 საათის
განმავლობაში 16-ით.
4 აპრილს დილით იყო 158, ხოლო საღამოს - 162. გუშინ გარდაიცვალა ერთი
პაციენტი, 79-წლის ქალი.
კარანტინს 5067 მოქალაქე ექვემდებარება, ხოლო სტაციონარში ექიმების
მეთვალყურეობის 330 მოქალაქე იმყოფება.
სტატიის გამოყენების პირობები