ახალი ამბები
კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.  81 წლის ქალი საუნივერსიტეტო კლინიკაში იწვა, რომელიც 3 აპრილს ნიუ ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო.

"პაციენტი მკურნალობის გაგრძელების მიზნით გადაიყვანეს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით, თუმცა შედეგი ვერ გამოიღო და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა.

კლინიკის წარმომადგენლების ცნობით, პაციენტს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. გადატანილი იყო მწვავე ინფარქტი, უფიქსირდებოდა გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული ჰიპერტენზიით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები