ახალი ამბები
ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულია 5 ადამიანი
ჩრდილოეთ ოსეთში მწვავე პნევმონიით საავადმყოფოში 6 პაციენტი მიიყვანეს, აქედან ორი მათგანი მართვით სუნთქვაზეა.

გუშინდელი მონაცემებით, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ჯერ ისევ 5. ელოდებიან დანარჩენი 6 პაციენტის მონაცემებს.

ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ვიაჩესლავ ბითაროვმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა 19 აპრილამდე მოქმედებს.

სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ (კარანტინი) 681 ადამიანი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციის წესის დაცვა 767 ადამიანს დაავალეს.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, კორონავირუსი 5389 ადამიანს დაუდგინდა. გარდაცვლილია 45 ადამიანი. ბოლო 24 საათში შემთხვევების რაოდენობა 658-ით გაიზარდა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები