ახალი ამბები
პაატა იმნაძე: ,,გავუფრთხილდეთ ეკლესიას, მღვდელმთავრებს, ილოცეთ სახლში"
,,რა თქმა უნდა არის ქვეყანაში რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ჩვენ არ ვიცით, ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს." - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

სააკორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამჟამად ბრძოლის მთავარი ტაქტიკა არის მიზნობრივი ჯგუფების კვლევა.

,,მიზნობრივ ჯგუფების კვლევისას დადებით პასუხს ვიღებთ 10% პროცენტში. ადრეულ ეტაპზე იყო მხოლოდ 5%" - აღნიშნა იმნაძემ.

მისი განმარტებით, იმ რეკომენდაციებს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამჟამად გასცემს, ეფექტს იღებს ორი კვირის ან უფრო მეტი დროის მერე:

,,ამას ჭირდება გათვალისწინება. მაგალითად, ჩვენ რასაც ვურჩევდით მოსახლეობას ადრეულ ეტაპზე, მის ეფექტს ვიღებთ ახლა. დანარჩენი ყველაფერი გაკეთდება იმის მიხედვით, თუ რა ეტაპზე ვიქნებით." - განაცხადა პაატა იმნაძემ.

,,მე მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მრევლეს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები, ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით, დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგან. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებიან თქვენთვის. ჩვენ სახლში ვილოცოთ" - განაცხადა პაატა იმნაძე
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები