ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 195-ს მიაღწია
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში, დადასტურებულმა შემთხვევამ 195-ს მიაღწია. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ახალი 7 შემთხვევიდან ერთი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. 

მისი დაავადების წარმომაველობა მოგზაურობას უკავშირდება.

7 აპრილის დილის მონაცემებით, 195-დან 39 უკვე გამოჯანმრთელდა.კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 38
Print

სტატიის გამოყენების პირობები