COVID-19
მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,5 მლნ-ს გადააჭარბა
9 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 214 შეადგენს. აქედან გარდაცვლილია 3 ადამიანი.

გასული 24 საათში,  აშშ -ში 1,940 და ინგლისში 938 ადამიანი დაიღუპა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დადასტურებული 434,927 შემთხვევა ფიქსირდება. ინგლისში - 60,733

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში დაინფიცირდა 1,175 ხოლო, ინფიცირებულთა საერთო 8,672 დადასტურებული შემთხვევიდან, 63 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში, ინფიცირებულთა 1,668 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 52 ადამიანი გარდაიცვალა.

აზერბაიჯანში 822 დადასტურებული შემთხვევიდან, გარდაიცვალა 8 ადამიანი.

თურქეთში ინფიცირებულთა 38,226 დადასტურებული შემთხვევაა აქედან დაღუპულია 812 ადამიანი. მხოლოდ გასულ ღამეს თურქეთში 4,117 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება მეზობელ სომხეთს, აქ დადასტურებული 881 შემთხვევიდან, 9 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო გასულ ღამეს 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსოფლიოში, კორონავირუსით დაინფიცირებული 1,519,084 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 330,860 ადამიანი გამოჯანმრთელდა ხოლო 88,528 გარდაიცვალა

შეგახსენებთ, რომ პნევმონიის აფექთქება ჩინეთში, 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები