ახალი ამბები
საქართველოში COVID 19-იგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 9 აპრილის 22:00 საათის მონაცემებით, რაოდენობამ 51-ს მიაღწია.

რაც შეეხება დადასტურებული შემთხვევებს, მათი რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 218-ს მიაღწია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან შიდა გავრცელების შემთხვევა არც ერთი არ არის, ცნობილია ყველა მათგანის ინფიცირების წყარო.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 4829 ადამიანი საკარანტინო რეჟიმშია, 410 კი სტაციონარული დაკვირვების ქვეს რჩება. ვირუსის შედეგად კი 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ფოტო: copyiright by chinadaily
Print

სტატიის გამოყენების პირობები