ახალი ამბები
ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლში ჯული გრიგოლაია 88 წლის გახდა
დღეს ზეიმი იყო ხურვალეთში. ხანდაზმულთა სახლის წევრი, ჯული (ჯულიეტა) გრიგოლაია 88 წლის გახდა.

თავშესაფრის ხელმძღვანელმა ტორტი გამოუცხო, ხოლო სახლის სხვა წევრმა მამაკაცებმა ყვავილები მიართვეს. კორონავირუსის გამო, მათთან სხვა ვერავინ მივიდა. რისკ ჯგუფის გამო, თავშესაფარი კარანტინში იმყოფება.

ქალბატონი ჯული კი, ხანდაზმულთა სახლში 2019 წლის ივლისიდან ცხოვრობს.

,,ქალბატონი ჟჯული არის სამეგრელოდან, პროფესიით რუსული ენის და ლიტერტურის სპეცილისტია. ერთი შვილი გარდაცვლილი ყავს, უსახლკაროდ დარჩა. მიმართა სოციალურ სამსახურს და მოითხოვა მოხუცთა თავშესაფარში ჩარიცხვა, მიუვიდა შეთავაზება ხურვალეთში და უარი არ თქვა." - გვითხრა ლუდა სალიამ.

ლუდა სალიამ ისიც გაგვიმხილა, რომ სულ მალე სამეგრელოში ხანდაზმულთა სახლი გაიხსნება:

,,სამეგრელოში ჯერ-ჯერობით არ არის 24-საათიანი ასეთი სახის მომსახურება, მაგრამ გაგანდობთ საიდუმლოდ, რომ ამ წლის ბოლომდე აუცილებლად ვგეგმავთ გავხსნათ სოფელ რუხში, აფხაზეთთან ახლოს," - გვითხრა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფარი, "სახლი საზღვრების გარეშე", 2016 წელს გაიხსნა. სოციალური საწარმო ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს სთავაზობს, როგორიცაა დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24-საათიანი მომსახურება-თავშესაფარი. ეს ცენტრი გამყოფი ხაზის სოფლების - ხურვალეთის, წითელუბნის, ნადარბაზევის, შავშვების -მოსახლეობისთვის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით გაკეთდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები