COVID-19
გორში კომენდანტის საათის დროს 5 ადამიანი დააჯარიმეს
ბოლო 24 საათის განმავლობაში 5 ადამიანი დააჯარიმეს.

ამის მიზეზი კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტი გახდა.

რეგიონის საკოორდინაციო შტაბის პრესსამსახურის ცნობით,  ისინი პოლიციამ გვიან ღამით გამოავლინა.

გარდა ამისა, ბლოკპოსტებზე 6000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი.

კორონავირუსის საეჭვო სიმპტომების გამო ლუგარის ლაბორატორიაში გორიდან  ბოლო 24 საათში გაგზავნილ ნიმუშებზე  უარყოფითი პასუხი მიიღეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები