COVID-19
გორში შემსვლელ-გამსვლელთა რაოდენობა 6000-მდე გაიზარდა
უკვე 6000-ს აღწევსა ადამიანების რაოდენობა, რომელიც თერმოსკრინინგის დროს გორის საკარანტინო პუნქტებზე ბოლო 24 საათში დაითვალეს. 

კორონავურუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გორის შესასვლელ-გასასვლელებში საკარანტინო პუნქტები 1-ელი აპრილიდან მოქმედებს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, დაიკეტა სავაჭრო ობიექტები. 

დილის 6 საათიდან საღამოს 21 საათამდე 4000-მდე მოქალაქეს თერმოსკრინინგი უტარდებოდა.

5 აპრილიდან კიდევ უფრო გამკაცრდა, რადგან აღმოჩნდა, რომ სომხეთის საზღვრის გადაკვეთის დროს გორელ მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. თერმოსკრინინგის რაოდენობა 5 ათასამდე გაიზარდა.

დღეს დილით კი, საკოორდინაციო საბჭოდან გვაცნობეს, რომ იმ მოქალაქეთა რაოდენობა 6 ათასამდე გაიზარდა, რომლებმაც ბოლო 24 საათში გორში შესვლა ან გამოსვლა შეძლეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები