ახალი ამბები
ქარელის მუნიციპალიტეტში ძაღლი გადაარჩინეს
არელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში ძაღლი სიკვდილს თამუნა გოგალაძემ და რეზი ცერცვაძემ გადარჩინეს. მანამდე პატრონები სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვდნენ. ისინი წერდნენ, რომ ძაღლს ყელზე წვრილი მავთული ჰქონდა შემოხვეული და ჭრილობა ღრმავდებოდა.

მოგვიანებით დახმარება გორში მცხოვრებ თამუნა გოგალაძეს სთხოვეს. თამუნა მეგობართან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტში გაემგზავრა :

,,როგორც მითხრეს, ამ ხნის განმავლობაში, ვერავინ დახმარებია მათ. სად აღარ დარეკეს, ვის აღარ სთხოვეს. მე ფოტოები ჩამიყარეს და რა თქმა უნდა წავედით. დიდი იმედი არ მქონდა, რომ რამეს გავაკეთებდი, მაგრამ ვეცდებოდი მაინც" - გვიყვება თამუნა გოგალაძე.

ადგილზე მისულებს საშინელი სურათი დახვდათ. ძაღლს რამდენიმე სანტიმეტრზე ყელის არეში ღია ჭრილობა ჰქონდა. პატრონების თქმით, ჭრილობა ალბათ მაშინ მიიღო, როცა მავთულიდან თავის დახსნას ცდილობდა. ძაღლის პატრონებმა დაზუსტებით არ იციან, თუ სად და როგორ შემოეხვია მარყუჟი ძაღლს ყელზე.

,,ძაღლი დიდია და ბუნებრივია წამალი ვერ იმოქმედებდა. ისე დაჭერაც შეუძლებელი იყო, რომ ნემსი გაგვეკეთებინა. ამიტომ, ჩემმა მეგობარმა წამოიღო სასროლი ნემსი. თავდაპირველად, არ გვეკარებოდა ძაღლი. ერთ საათზე მეტ ხანი დაგვჭირდა, რომ ნემსი გაგვეკეთებინა. როგორც იქნა, მოვახერხეთ და მერე უკვე ძაღლს ყელიდან მავთული ამოვაცალეთ. არ იციან, როგორ შემოეხვია მავთული. ფიქრობენ, რომ სადმე ხაფანგი იყო დაგებული გარეული ცხოველისთვის და იმ მარყუჟში მოყვა. თვითონაც ვერ ამბობენ ვერაფერს" - გვითხრა თამუნა გოგალაძემ
.

 


იხ. ამავე თემაზე:

,,მოვედი ცუგა“ - ქალი, რომელიც გორის ძაღლებს უვლის




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები