ახალი ამბები
ბზობა გორში
ხალხმრავლობა იყო დღეს გორის ღვთისმშობლის-შობის სახელობის საკათედრო ტაძარში.

ბზობის დღესასწაულის აღსანიშნად მრევლი იქ დილოდან შეიკრიბა.

მორწმუნეების სიმრავლე იყო როგორც ეკლესიის შიგნით, ასევე ეზოში, სადაც დისტანციის დაცვა ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდებოდა.

გორელი მორწმუნეები ამბობენ, რომ ამის მიუხედავად ისინი თავს დაცულად გრძნობენ და ფოქრობენ რომ ეკლსიის სივრცეში ახალი კორონავირუსი არ გავრცელდება.

მოქალაქეებს შორის დისტანციის დარღვევაზე ისაუბრა გორისა და ატენის მიტროპოლიტმაც, რომელმაც წირვის მიმდინატეობისას მრევლს უსაფრთხოების ზომების დაცვა არაერთხელ მოუწოდა.

გორის ტაძართან წელს პირველად არ იყიდებოდა ბზა, იქ მცენარე მოქალაქეებს სახლებიდან მიჰქონდათ და კურთხევის შემდეგ არიგებდნენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები