ახალი ამბები
აღდგომის სადღესასწაულო მსახურებასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
აღდგომის სადღესასწაულო მსახურებასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. 

განცხადების მიხედვით, კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული იქნება ყველა მითითება, რომელიც გაცემულია ხელისუფლებისა და ჯანდაცვის უწყების მხრიდან;

რეკომენდაციები ეხება კომენდანტის საათს. კერძოდ:

- მრევლი მივა ტაძრებში კომენდანტის საათის დაწყებამდე, 21:00 საათამდე და დატოვებს ეკლესიას 06:00 საათის შემდეგ.

- გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა - რისკჯგუფში შემავალი ხალხი, ასევე ისინი, ვინც ოჯახში რისკჯგუფებში შემავალ ადამიანთან ერთად ცხოვრობს, დარჩეს სახლში.

- დიდ ტაძრებში მრევლი დადგება 2–მეტრიანი დისტანციის დაცვით, პატარა ტაძრებში მრევლი დადგება გარეთ და შიგნით მხოლოდ სასულიერო პირები დარჩებიან,

- ტაძრებში, სადაც არის ამის საშუალება, წირვა დილითაც გაიმართება, რათა მრევლი გადანაწილდეს.

- სასურველია რომ არ გაიმართოს სააღდგომო სადღესასწაულო ტრაპეზები.

- დაუშვებელია აღდგომას და მომდევნო დღეებში საფლავებზე გასვლა. ამ მხრივ მრევლი დაემორჩილოს სახელმწიფო რეგულაციებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306-ია. 15 აპრილის  მდგომარეობით, საქართველოში ვირუსით გარდაცვლილია 3 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5034 ადამიანი, ხოლო სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 463 პირი.  გამოჯანმრთელებულია 71 პაციენტი.

მსოფლიოში, კორონავირუსით დაავადებულთა დადასტურებულმა შემთხვევებმა უკვე 2,000,243 მიაღწია. დაღუპულთა რაოდენობა 126,758 -ია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 484, 748.7)
Print

სტატიის გამოყენების პირობები