ახალი ამბები
ხაშურის თვითმმართველობის წევრები ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ
ფოტო არქივიდან

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ნაწილის გადარიცხვის  საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდნენ.

ამის შესახებ განცხადებას მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 30%-ს, ხოლო მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ხელფასის 10%-ს რიცხავენ.

16 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა საქართველოში კიდევ 30-ით გაიზარდა და 336-ს შეადგენს.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინში 5 000 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 494, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები