ახალი ამბები
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა 370 შემთხვევაა დადასტურებული
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირებულთა, დადასტურებული შემთხვევები სამი ათეულით გაიზარდა. დღეის მონაცემებით საქართველოში COVID-19-ის 370 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის 77 გამოჯანმრთელებული პაციენტია. ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

" ამ ეტაპზე ამ მონაცემების შეჯერებით, თუ გამოვაკლებთ გამოჯანმრთელებულებს, COVID-19 -ის ცენტრებში მკურნალობს 293 პაციენტი. ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობას გადის 39 პაციენტი. გუშინ გვიან ღამით შემოგვემატა ერთი პაციენტი 6 წლის ბავშვი და ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 6 ბავშვი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ყველა ბავშვი, რომელიც ჩვენ მივიღეთ არის ქობულეთის კლასტერი." - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრემიერ მინისტრის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა განცხადება, შეზღუდვების გამკაცრების შესახებ. მთავრობის დადგენილებით 17 აპრილის,დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით სრულად იკრძალება, ავტომობილებით გადაადგილება, საქართველოში

"გუშნ ყველამ მოვისმინეთ შეზღუდვების გამკაცრების შესახებ. ამ გამკაცრებას იწვევს ის რომ შიდა გავრცელება აქტიურ ფაზაში შედის.იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ზომიერი, კონტროლირებადი მატება გთხოვთ დავრჩეთ სახლში. მე და ჩემი თანამშრომლები ძირითადად 3 თვეა ვცხოვრობთ საავადმყოფოში. დავრჩეთ სახლში რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ძალიან გთხოვთ დავრჩეთ სახლში" განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

საქართველოში კარანტინის რეჟიმშ იმყოფება 5035 მოქალაქე ხოლო სტაციონარშ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 540 ადამიანი. აგრეთვე, საზღვარგარეთიდან, სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.
საგანგებო მდგომარეობა, ჩვენს ქცეყანაში, 21 მარტს გამოცხადდა და გაგრძელდება 10 მაისამდე.



Print

სტატიის გამოყენების პირობები