ახალი ამბები
გორში მიუსაფარი ძაღლების გამოკვება მოხალისეებმა უბნების მიხედვით გადაინაწილეს
ომდევნო ოთხი დღის განმავლობაში გორის რამდენიმე უბანში მყოფ მიუსაფარ ძაღლებს ის ადამიანები დააპურებენ, რომლებიც მათ სიახლოვეს ცხოვრობენ.  თამუნა გოგოლაძეს მოხალისეები დაუკავშირდნენ. ისინი მის წამოწყებულ საქმიანობას გააგრძელებენ. 

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდამია მძვინარებს, თამუნა გოგალაძე საკუთარი მანქანით გორის ქუჩებში მიუსაფარ ძაღლებს საკვებს აწვდის. დღეიდან კი, ავტომობილებით გადაადგილება 4 დღით სრულად აიკრძალა, ამიტომ, თამუნა გოგალაძეს მოხალისეების დახმარება დასჭირდა. თითოეულ მათგანს მადლობას უხდის და გარკვეული მარაგიც დაუტოვა. 

მოხალისეები ე.წ. მეორე ატეკის, ორთაშენის, წმინდაწყლისა და 21-ე საუკუნის ბაზრობების სიახლოვეს მყოფ ძაღლებს მიხედავენ. თამუნა გოგოლაძე კორპუსში მცხოვრებ ოჯახებს სთხოვს, რომ საკვების ნარჩენებით საკუთარი ეზოების ძაღლები მოამარაგონ.

,,პირველ რიგში დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა თურმანიშვილს, რომელმაც საზღვარგარეთიდან თანხა გადმოგვირიცხა და 6 ტომარა საკვები შევიძინეთ, გადავანაწილეთ მოხალისეებზე." - ამბობს თამუნა გოგალაძე. 

ამ საკვებს მოხალისეეები, თათა, ხათუნა ელბაქიძე, რამაზ ცერცვაძე და სხვები უბნების მიხედვით, გაუნაწილებენ:

,,მადლობა თათა-ს უსაყვარლეს და უთბილეს გოგონას,რომელმაც საკუთარ თავზე აიღო მეორე ატეკის ცუგების დაპურება, დღეს გამოგვყვა გადაიბარა ცუგები. ზემოთ ტრასასთან ორთაშენის ცუგები, ერთმა კარგმა ადამიანმა გადაიბარა, რომელსაც ისევე უხარია ჩვენი დანახვა, როგორც ცუგებს (ჩვენს დანახვაზე ეძახის ცუგებს, რომ ყველა მოგროვდეს). ძველი ბაზრის ცუგები და ლეკვები კი ერთმა თბილმა ქალბატონმა ჩაიბარა, რომელსაც უკვე დაპურებული ყავდა ცუგები რომ მივედით, მაგრამ მაინც დავუყარეთ ეზოში, ამ ქალბატონს კი მომდევნო ოთხი დღისთვისაც დავუტოვეთ საკვები და ბოლოს უთბილესი ქალბატონი გიული ელბაქიძე, რომელმაც 4-5 დღით ჩაიბარა XXI-ეს (ბაზრის) ცუგები." - ამბობს თამუნა გოგალაძე.

თვითონ და რამაზი ცერცვაძე წმინდაწყლის დასახლებაში, გორმედის შესასვლელთან (საშაურმის გვერდით), გალერიის წინ ბაზრობასთან, წმინდაწყლის აბანოს ეზოში და გზად რაც შეგვხვდებათ, მათ შორის, კორპუსებში, იღებენ მზრუნველობას
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები