ახალი ამბები
რუსეთში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 32 008-ს მიაღწია
ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი, 4 070 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 41 ადამიანი.

ჯამში, ინიფიცირებულთა რაოდენობამ 32 008-ს მიაღწია. რუსული მედიის ცნობით, ახალი შემთხვევები ქვეყნის 81 რეგიონში გამოვლინდა.

,,სულ რუსეთში 273 მოქალაქე გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულია 2,500-ზე მეტი." - იუწყება კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

რაც შეეხება ახალ დაინფიცირებულებს, მათგან ყველაზე მეტი, 1959 შემთხვევა მოსკოვში ცხოვრობს, მოსკოვის რეგიონში (472) და ხოლო პეტერბურგში - 424.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები