ახალი ამბები
ხურვალეთში დათა ვანიშვილის შვილიშვილი და მისი ცოლი დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში 28 წლის მახო ვანიშვილი და მისი მეუღლე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ამერიკის ხმა" ავრცელებს.

ფაქტის შესახებ ამერიკის ხმის ჟურნალისტს ნინო დალაქიშვილს დაკავებულის პაპა, დათა ვანიშვილი ესაუბრა. მისი თქმით, წინა ღამით ჯერ შვილიშვილი, შემდეგ კი, შვილიშვილის მეუღლე დააკავეს.

,,ჩემი შვილიშვილი წუხელ წაიყვანეს, სახლში მოვიდნენ, მერე დილას კიდევ მოვიდნენ და გოგო წაიყვანეს, ტირილით" - განუცხადა ამერიკის ხმას დათა ვანიშვილმა.

მალხაზ ვანიშვილი, რომელიც წლებია ვლადიკავკაზში ცხოვრობს და პაპასთან სანახავად ჩადის ხოლმე, 5 თვის წინ, სოფელ ხურვალეთში მცხოვრებ გოგონაზე დაოჯახდა. 2019 წლის 16 დეკემბერს გოგონას დედას ვესაუბრეთ:

,,კი, ეს ამბავი ნამდვილია. ჩემი შვილი და მალხაზი დაოჯახდნენ. სად და როგორ იცხოვრებენ, ჯერ-ჯერობით ამის თქმა გამიჭირდება." - გვითხრა მააშინ გოგონას დედამ, რომელიც სოფელ ხურვალეთში ცხოვრობს.

იხ. ამავე თემაზე:

დათა ვანიშვილის შვილიშვილი ხურვალეთელ გოგონაზე დაქორწინდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები