ახალი ამბები
გზამკვლევი ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებისთვის
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება აკრძალულია. მეოთხე დღეა მოქალაქეები გორის ქუჩებში ველოსიპედებით და მოპედებით მოძრაობენ..

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, რამდენიმე პირი დააჯარიმა, თუმცა შიდა ქართლში ჯერჯერობით ეს ფაქტი არ დასტურდება.

კოდექსი მოპედის მძღოლებისთვის, ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც ველოსიპედით მოძრაობს, შემდეგ რეგულაციებს ადგენს:

გზაზე ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის პირისთვის, ხოლო მოპედის მართვა – 16 წლის ასაკის პირისთვის, მხოლოდ შესაბამისი სპეციალური ჩაფხუტით.

ველობილიკის არსებობისას ველოსიპედის, მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ გზის სავალ ნაწილზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის მიღმა გადაადგილება.

გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, ხოლო გვერდულაზე − იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას.

ადმინისტრაციული ჯარიმის შემთხვევაში მძღოლს შეუძლია ოქმის გასაჩივრება, რომლის თაობაზეც ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არაა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები