ახალი ამბები
ქარელში მეორე ,,ცხელების ცენტრი" გახსნეს
ქარელში დამატებით კიდევ ერთი ,,ცხელების ცენტრი" გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს პრეს-სამსახური ავრცელებს. 

ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე მოწყობილი მორიგი ცხელების ზონა ერთდროულად 35 პაციენტის მიღებას და მართვას შეძლებს.  რეგიონში ეს უკვე მე-5 ზონაა მოწყობილი.

,,ამ ეტაპზე საეჭვო სიმქტომების პაციენტები არც ერთ მათგანშია მოთავსებული. როგორც ცენტრის ხემძღვანელმა აღნიშნა, რეგიონის ტერიტორიაზე მოქმედი ცხელების ცენტრების რესურსი ამ ეტაპზე საკმარისია და შექმნილი ვითარების მართვა გართულებების გარეშე მიმიდნარეობს." - აღნიშნულია განცხადებაში. 

COVID 19-ის დადასტურების შემთხვევაში პაციენტებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. შიდა ქართლში ასეთი სახის სამედიცინო დაწესებულებას სამხედრო ჰოსპიტალი წარმოადგენს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები