ახალი ამბები
მოგზაურობის ისტორია რუსეთიდან ბაკურიანში, შემდეგ ბორჯომსა და გორის ჰოსპიტალში - პაციენტს COVID 19 დაუდასტურდა
გორის ჰოსპიტალში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 1 ადამიანი ბორჯომიდან გადაიყვანეს.

პაციენტი ბორჯომის ცხელების ცენტრში 21 აპრილს მიიყვანეს.  კორონავირუსი მას დღეს დაუდასტურდა. ახალგაზრდა კაცს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და  ბაკურიანის საკარანტინო ზონაში გადიოდა დაკვირვებას.

ბორჯომიის მედიის ცნობით, ინფიცირებულს მოსახლეობასთან შეხება არ ჰქონია და არც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ახალგაზრდა კაცს სავარაუდოდ რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ამ დროისთვის ბორჯომის ცხელების ცენტრში 1 პაციენტი იმყოფება. ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 16 აპრილს დადასტურდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები