ახალი ამბები
თენგიზ ცერცვაძე გორის ჰოსპიტალში არსებულ სიტუაციას გაეცნობა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე დღეს გორის ჰოსპიტალში არსებულ გაეცნობა. ამის შესახებ მედიას სამედიცინო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

არსებული ინფორმაციით, ის იმ პაციენტებსაც მოინახულებს, რომლებიც კორონავირუსის დიაგზნოთ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულნი.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა 2020 წლის 2 მარტს შეიქმნა. შიდა ქართლში ეს ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც კორონავირუსის სიმპტომების მქონე ადამიანებს სამედიცინო პერსონალი მეთვალყურეობას უწევს.

თითქმის ერთი თვეა სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი დავით ბარლიანი მედიასთან აღარ ჩნდება. აკრძალეს სატელეფონო კომენტარების გაკეთებაც კი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები