ახალი ამბები
თენგიზ ცერცვაძე - ,,ინოვაციაა, რომ გორში შექმნეს კომორბიდული დაავადებების მართვის ჯგუფი"
დასრულდა გორის ჰოსპიტალში თენგიზ ცერცვაძის ვიზიტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა არსებულ ვითარებას გაეცნო.

მისი თქმით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით დაინფიცირებული 49 პაციენტი იმყოფება. თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ მან მხოლოდ კრიტიკული და მძიმე პაციენტები მოინახულა:

,,მე ვარ ეპიდემიის კლინიკური მართვის ხელმძღვანელი, ჩემი ვალდებულებაა, რომ კოორდინირება გავუწიო ამ ვითარებას. აქ 49 პაციენტი ჰყავთ ამჟამად. ჩემი მიზანი იყო გავცნობოდი ყველაზე სერიოზულ პაციენტს. ის პაციენტები გამაცნეს, მათ შორის, ერთი კრიტიკულად მძიმე, სადაც საჭირო იყო გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ"- განაცხადა ცერცვაძემ.

მისი შეფასებით, გორის ჰოსპიტალი აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს.

,,ინოვაციური მიდგომა ვნახე აქ. ამ ჰოსპიტალში შექმნილია ისეთი რამ, რადაც თბილისში აუცილებლად გამოვიყენებთ. აქ თერაპიულ განყოფილებაში შექიმნა კომორბიდული დაავადებების მართვის ჯგუფი. რას ნიშნავს ეს? სიკვდილობის შემთხვევევი ვის შორის არის? 60 წელს, 70 წელს გადაცილებულებს შორის ჰო? ამ ასაკის ადამიანებში, ძალიან ბევრია კომორბიდული დაავადებების მქონე ადამიანები. ეს დაავადებები, როგორც წესი, ხდება სიკვდილის მიზეზი. ანუ კომორბიდული დაავადებები კლავს კოვიდით დაავადებულებს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ისეთი დაავადებები აქვთ, რაც სიკვდილს იწვევს" - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

დაავადების კლინიკური მართვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მკურნალობის მეთოდოლოგიაში ადგილი კვლავაც პლაქველინის გამოყენებას უკავია:

,,პლაქველინის დამსახურებაცაა, რომ კარგი შედეგი გვაქვს, თუმცა ინდივიდუალურად ყველა პაციენტის მიმართ მკურნალობის მეთოდს იყენებენ." - აღნიშნა ცერცვაძემ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები