ახალი ამბები
საქართველოში 496 დაინფიცირებულიდან 149 გამოჯანმრთელდა - COVID 19
საქართველოში კორონავირუსისგან 149 ადამიანი განიკურნა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებ-გვერდის მიხედვით, ინფიცირებულთა რიცხვი 496 -ს შეადგენს. გარდაცვლილია 6 პაციენტი.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს
გამოაცხადა.

ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოაცხადა, რომელიც 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. 31 მარტიდან კი, კომენდანტის საათია გამოცხადებული.

ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები