ახალი ამბები
გორში ინფიცირებული მედდის კონტაქტებიდან კორონავირუსი მხოლოდ ოჯახის წევრებს დაუდგინდა
გორში ინფიცირებული მედდის 8 კონტაქტიდან კორონავირუსი მხოლოდ ოჯახის წევრებს დაუდგინდა. ამის შესახებ რეგიონის საკოორდინაციო შტაბის პრეს-სამსახურიდან გვაცნობეს.

შიდა ქართლის გუბერნატორმა გორგი ხოჯევანიშვილი განცხადებას კარალეთის საგუშაგოსთან გააკეთებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, დღეს დადასტურებული 22 შემთხვევიდან არც ერთი ეკუთვნის მედდის კონტაქტებს.

შეგახსენებთ, 29 აპრილს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდას კორონავირუსი დაუდგინდა. ,,ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა" - აცხადებენ გორის ჰოსპიტალში.

30 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 539- მდე გაიზრდა.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 178

გარდაცვლილი - 6; კარანტინის რეჟიმში - 5256; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548
Print

სტატიის გამოყენების პირობები