ახალი ამბები
გორში დიდი ბაზარი გახსნეს
წმინდაწყლის დასახლებაში აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება დღეს განაახლა. ამის აღსანიშნავად ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.

გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, წმინდაწყლის დასახლებაში არსებულ ღია აგრარული ბაზრის მომსახურეობით სარგებლობა მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ. არსებული წესების გათვალისწინებით ისინი ობიექტზე პირბადისა და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან. მისივე განმარტებით, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე მაქსიმალურადაა დაცული მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები და სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები.

,,ბაზრის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნულია შესაბამისი ნიშნებითა და მითითებით. COVID 19-ით დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, ბაზრის ადმინისტრაციის მიერ მკაცრად კონტროლდება მომხმარებელთა ნაკადი და დადგენილი წესების დაცვა. ხორციელდება ასევე სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის ინტენსიური დეზინფექცია." - აღნიშნავენ მერიაში.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზარი 4 აპრილს დაიხურა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები